ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
8 წლის თეკლა მეტრეველის წიგნის, "კაკტუსების ქალაქის" პრეზენტაცია
01/06/2018
ვინ?: 8 წლის თეკლა მეტრეველი.
რა?: გამართავს წიგნის "კაკტუსების ქალაქის" პრეზენტაციას.
სად?: ლიტერატურული კაფე "ახალი მზიური", მზიური პარკის მიმდებარე ტერიტორია.
როდის?: 2 ივნისს, 15:00 საათზე.
რატომ?: "ერთხელ დღიური ვაჩუქე, კაკტუსები ეხატა. გადაწყვიტა წიგნი დაეწერა და ასე დაარქვა "კაკტუსების ქალაქი". ჯერ სარჩევი დაწერა, მერე თავების მიხედვით ამბავი ააგო"- ამბობს წიგნის ავტორის დედა, ლელა კოტორაშვილი.

წიგნის მთავარი პერსონაჟები დები - ლილი და ლისა - არიან. ერთხელ სახლიდან გაიპარებიან და კაკტუსების ქალაქში მოხვდებიან. ქალაქში პატარა ადამიანები ცხოვრობენ. ისინი მოჯადოებულები არიან. ლილი და ლისა გადაარჩენენ ქალაქის მცხოვრებლებს და ბოროტ ჯადოქარსაც დაამარცხებენ.

თეკლამ უკვე დაიწყო წიგნის გაგრძელებაზე მუშაობა და უახლოეს მომავალში ახალ პრეზენტაციას გვპირდება.
წაკითხულია: 4218